ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

კომპანია NCD არის ადგილი, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ, სრულად მოიყვანოთ რეალიზებაში თქვენი სურვილები და მაქსიმალურად მიიღოთ  თქვენთვის სასურველი შედეგი. ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი თანამედროვე ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს — მას ძლიერი ემოციური გავლენა აქვს ჩვენს შინაგანზე, რაც მიიღწევა თანაბრად ესთეტიკისა და პრაქტიკულობის ბალანსით.  სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი დიდი სიფრთხილით ეკიდება დიზაინ-პროექტებს.  ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს  ამ სფეროში.

ჩვენი დიზაინერები გაგიწევენ უმაღლესი სტანდარტის კონსულტაციას და შემოგთავაზებენ თქვენთვის სასურველი განწყობის შემქმნელ  დიზაინს,  იქნება ეს თქვენი სახლის, ოფისის თუ სხვა: ინტერიერი, ექსტერიერი თუ მათთან დაკავშირებული ლანდშაფტი. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ განიხილოთ რამდენიმე განსხვავებული ალტერნატივა და ასე შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი .

ჩვენი გუნდის გამოცდილება ამ მხრივ მრავალფეროვანია:(სახლის ინტერიერი, სასტუმროს ინტერიერი, კაფე-ბარის ინტერიერი, ოფისის ინტერიერი, საცურაო აუზის ინტერიერი, კომერციული კომპლექსის, ინტერიერი, ლანდშაფტის დიზაინი.