ქალაქგეგმარება

ქალაქგეგმარება

კომპანია  NCD  მრავალწლიანი გამოცდილებით გთავაზობთ  სხვადასხვა მასშტაბების ქალაქგეგმარებით მომსახურებასა და მენეჯმენტს.

ჩვენი გუნდის ავტორობით და მენეჯმენტით, წლების მანძილზე განხორციელებულია უამრავი  სხვადასხვა სიდიდისა და სირთულის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონალური მასშტაბით. კომპანიას ასევე გააჩნია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავების და მართვის გამოცდილება.

ჩვენი ჯგუფის წევრები მენეჯმენტს უწევდნენ ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას (დედაქალაქის  პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა). ასევე ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არსებული, საქართველოს ისტორიული დედაქალაქის - მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. გუნდი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში.  კერძოდ ჩვენ მიერ შემუშავებული იქნა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე „ღომას მთის“ განვითარების გეგმა – ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის პროექტი. ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში  „მწვანე ტბის“ ინფრასტრუქტურული პროექტი, ტურიზმის განვითარების კუთხით.

ქალაქგეგმარებითი  და პროექტების  მთავარი პრინციპი არის თანამონაწილეობა, რა დროსაც ხდება ადგილობრივი სივრცის თავისებურებების  შესწავლა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა. ამგვარად შემუშავებული კონცეფცია საპროექტო დავალების შესაბამისად რეალიზდება კონკრეტული ქალაქგეგმარებით პროექტში.