სერვისები

NCD წარმოადგენს კომპლექსურ საპროექტო ორგანიზაციას, სადაც იქმნება ქალაქგეგმარებითი, არქიტექტურული და დიზაინ პროექტები: სახლების, ოფისების, სავაჭრო და შერეულიფუნქციების შენობების, მრავალსართულიანი კომპლექსებისთვის, ასევე მათი ინტერიერებისა და ექსტერიერებისათვის.

გუნდის მიდგომები დაპროექტებაში ეყრდნობა წამყვან საერთაშორისო პრაქტიკას —  დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებას და საჯარო ინტერესებთან მაქსიმალური შეჯერებას! ამ მიდგომას ვიყენებთ როგორც დაპროექტების მაკრო დონეზე (სივრცითი დაგეგმვა, ქალაქგეგმარება), ასევე მიკრო დონეზე (მოცულობითი და ლანდშაფტური არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი).

პირველ ეტაპზე ვამზადებთ ესკიზებს, რომლებსაც თქვენთან ერთად განვიხილავთ და შეჯერებული პოზიციის საფუძველზე ვაგრძელებთ უკვე პროექტის დამუშავებას და დოკუმენტირებას.